დეკლარაციის მიხედვით, ჩხენკელის სახელზეა 120.00 კვ.მ ფართობის ბინა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ხოლო მისი მეუღლე ფლობს 20.00 კვ.მ ფართობის ბინას ბორჯომში, კოსტავას ქუჩაზე.
დეკლარაციაში მითითებული არ არის ჩხენკელის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება და ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ფასიანი ქაღალდების შესახებ.
ჩხენკელს, დეკლარაციის შევსებისას “თი–ბი–სი ბანკი”-ს , “რესპუბლიკა ბანკის”, “ბანკი ქართუ”-ს და “პროკრედიტ ბანკი”-ს მიმდინარე ანგარიშებზე თანხა არ ჰქონდა.
რაც შეეხება მის მეუღლეს, თამარ მელაშვილს “რესპუბლიკა ბანკი”-ს საკრედიტო ანგარიშზე 6250.00 ლარი ერიცხებოდა, ხოლო ამავე ბანკის სახელფასო ანგარიშზე კი – 1100.00 ლარი. ასევე ჰქონდა “ბაზის ბანკი”-ს საკრედიტო ანგარიშზე 700.00 ლარი. ამასთან, თამარ მელაშვილს სესხის სახით ბანკ რესპუბლიკადან 19/06/2012 – 19/06/2015 სესხის სახით გამოტანილი აქვს 7000.00 ლარი აქვს აღებული.
დეკლარაციაში მითითებული არ არის ფლობდა თუ არა ჩხენკელი ან მისი ოჯახის წევრები დეკლარაციის შევსების მომენტში ნაღდ ფულს.
რაც შეეხება სამეწარმეო საქმიანობას, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, აკაკი ჩხენკელი 15/01/2001 – 05/04/2012 წლებში შპს “გეო ფარმა 1”-ში მუშაობდა, საიდანაც საწარმოს საქმიანობით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული შემოსავალი 2709.68 ლარი იყო.
აკაკი ჩხენკელის მეუღლე თამარ მელაშვილი, დეკლარაციის შევსების მომენტში, სახელმწიფო მინისტრის აპარატში ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა, საიდანაც მისი შემოსავალი (სამუშაოს შესრულებით წინა წლისპირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით) 33960.00 ლარი იყო.
შეგახსენებთ, რომ აკაკი ჩხენკელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნულ თანამდებობაზე დღეს წარადგინა.