სამართალდამცველებმა ვანო ა-ს პირადი ჩხრეკისას “იჟ-56-3”-ის მოდელის კომბინირებული ორლულიანი თოფი, ქარხნული წესით დამზადებული 28-კალიბრიანი 8 ცალი და 5,6 მმ-იანი 2 საბრძოლო ვაზნა, ხოლო ნუგზარ ბ-ს ჩხრეკისას “ეს-კა-ეს”-ის ტიპის თვითდამმუხტავი შაშხანა და 51 ცალი საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ–ის 236–ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).