ასევე, ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ ჩხაიძე საკადრო ცვლილებისთვის ემზადება. “გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, მის მოადგილედ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, რეზო ჩიტიძე ინიშნება.
თვითონ ჩიტიძე ვიცე-გუბერნატორად მის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით “გურია ნიუსთან” აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია პირველად ჩვენი სააგენტოსგან გაიგო. მისივე თქმით, აღნიშნულის თაობაზე მისთვის არავის არაფერი უთქვამს.
გურიის გუბერნატორმა გიორგი ჩხაიძემ კი განაცხადა, რომ მის მოადგილედ რეზო ჩიტიძე არ ინიშნება.
_ რეზო ჩემი მეგობარია, მაგრამ ის ჩემს მოადგილედ არ ინიშნება.
_ ბატონო გიორგი, მაშინ ვინ იქნება თქვენი მოადგილეები?
_ ჯერ არ შევსულვარ გუბერნიაში, ორშაბათს ვაპირებ შესვლას და ამასაც აუცილებლად გეტყვით თუ ვინ იქნებიან ჩემი მოადგილეები,” _ უთხრა “გურია ნიუსს” ჩხაიძემ.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გურიის გუბერნატორს შეხვედრებზე რეზო ჩიტიძესთან ერთად დადის და არ არის გამორიცხული, რომ მას ერთ-ერთი თანამდებობა ჩააბაროს.