თაქთაქიშვილმა ბესელიას ლადო ბედუკაძის გათავისუფლების ფაქტი შეახსენა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ პირველ მწამებელს პასუხისიმგებლობა ააცილა. ბესელიამ კი უმცირესობის დეპუტატს წარსული შეახსენა და განაცხადა, რომ სწორედ ყოფილი ხელისუფლების პირობებში ხდებოდა ადამიანების წამება და ამის შედეგია დღეს მოშიმშილე და ნაწამები მოქალაქეები.
ჩიორა თაქთაიშვილი: “თქვენ მე მაბრალებთ, რომ მე ვაწამებდი პატიმრებს?”
ეკა ბესელია: “თქვენი გუნდი აწამებდა ამ ხალხს და თქვენ ამაზე ხმას არ იღებდით. დღეს რომ გაგახსენდათ ადამიანის უფლებები. ადამიანის უფლებები მაშინაც უნდა გაგხსენებოდათ. სწორედ თქვენი თანაგუნდელები აუპატიურებდნენ ციხეებში ადამიანებს. ერთი კომიტეტის სხდომა მაინც ჩაგეტარებინათ ამ საკითხზე. ასე გაღიმებული არ დარჩეთ.”
ჩიორა თაქთაქიშვილი: “თვენ ის საქმეები გამოიძიეთ ბედუკაძე რომ გამოუშვეს პირველი მწამებელი”.
კამათში ასევე უმცირესობის დეპუტატი გია თევდორაძე ჩაერთო. მან ხელისუფლება უნიჭო პაროდირებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ახალი მთავრობა ძველის შეცდომებს იმეორებს და სწორედ ამ შეცდომებმა განაპირობა “ნაციონალური მოძრაობის” კრახი საპარლამენტო არჩევნებზე.
“უბედურება იმაშია, რომ დღევანდელი ხელისუფლება უნიჭო პაროდირებას აკეთებს ყველა იმ საქციელის და გაწყვეტილების, რამაც წინა ხელისუფლების წარუმატებლობა განაპირობა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. სამწუხაროდ, არანაირად არ ცდილობთ დაგვემგვანოთ იმაში, რაც პოზიტიური ნაწილი იყო ჩვენი მართვის. ეს კანონიც არის სწორედ ამ უნიჭო პაროდირების ნაწილი,” _ განაცხადა გია თევდორაძემ.
“თქვენი პოზიტიური მართვის ნაწილის შედეგია ის მოშიმშილე ადამიანები და დაწყნრდით მანდ,” _ აღნიშნა ბესელიამ თევდორაძის საპასუხოდ.