სამართალდამცველებმა ქუთაისში, ინგოროყვას ქუჩაზე, დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან “ა-კა-ემ”-ის სისტემის 293 და კარაბინის 260 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ამოღებული ვაზნები სასროლად ვარგისია.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1–ლი ნაწილით).