“ჩვენი კონტრიბუტორის მეშვეობით, ანუ ჩვენ ვინც გვეხმარებოდა, მივმართეთ აუსბურგის პროკურატურას. 15 ნოემბრით დათარიღებულ პირველი წერილში, რომელიც მათგან მივიღეთ, პროკურატურა გვთხოვდა დაგვეზუსტებინა რისთვის გვჭირდებოდა აღნიშნული ინფორმაცია. საპასუხო წერილში მითითებულია საქმის ნომერი, დაკავების ნომერი და ასევე მითითებულია, რომ ეს იყო ქურდობა ძალადობის გამოყენებით , ასევე მითითებულია გვარ-სახელი ოთარ ფარცხალაძე. რამდენადაც გვჭირდებოდა დამატებითი დეტალები, მეორე წერილიც გავუგზავნეთ პროკურატურას. პასუხი ამჯერადაც მივიღეთ. გვითხრეს რომ ადამიანის უფლებებიდან გამომდინარე საქმის დეტალებს ვერ მოგვაწვდიან, მაგრამ რაც ჩვენ დასტურად აღვითქვით, ეს არის წერილის სათაურში მითითებული დაკავების ნომერი დანაშაულის სახეობა-ძალადობის გამოყენებით ქურდობა და ფარცხალაძის გვარი.”
ზურიაშვილის თქმით, “მონიტორს” მომხდარი დანაშაულის დეტალები აინეტერსებდა, ამავე დროს საჭირო იყო ფარცხალაძის ზუსტი იდენტიფიცირება. თუმცა გამოძიების დასრულება ვერ მოასწრეს , რადგან აღნიშნული ინფორმაცია გუშინ ქალაქის მერმა გააჟღერა.