აღნიშნულ ინფორმაციას ბრალდების მხარე ავრცელებს. პროკურორის თქმით, კვარიათის სახლის რემონტის დროს, კედლების ფერს მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია არჩევდა.
პატარიძის აღიარებით ჩვენებას, დაცვის მხარის ადვოკატი ოთარ კახიძე პროკურატურის მხრიდან მასზე წეზოლით ხსნის.
დაცვის ადვოკატები, დღესაც აცხადებდნენ, რომ მათ არ იცოდნენ დასაკითხი მოწმეების სია, რამაც ადვოკატებს ბრალდებულის დაცვაში ხელი შეუშალა. კვარიათის ეპიზოდზე ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა 27 დეკემბერს 12 საათზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში განახლდება.
შეგახსენებთ, რომ აჭარის კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის თეიმურაზ პატარიძის ჩვენება დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. პატარიძის ჩვენების დროს სასამართლო პროცესის დახურვა დაცვის მხარემ მოითხოვა.