გამოძიებამ დაადგინა, რომ თამაზ ც-მ გიორგი გ-ს დავალებით, მაკშერიფ კ-სა და ახმეტ პ-ს ფულით, თბილისში იარაღის მაღაზიებში კანონიერად შეიძინა და სხვადასხვა პირზე დაარეგისტრირა “გრანდ პაუერ”-ის, “ჩე-ზე”-ს და “გლოკ”-ის ტიპის პისტოლეტები.
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მოგვიანებით თამაზ ც-მ აღნიშნული იარაღი უკანონოდ გადასცა გიორგი გ-ს და მის ორ თანამზრახველს – მაკშერიფ კ-ს და ახმეტ პ-ს.
სამართალდამცველებმა ტაქსის ჩრეკისას 25 საბრძოლო ვაზნა, 10 მჭიდი, “გლოკ-17”-ის მოდელის 2 პისტოლეტი, “გრანდ პაუერი”-ს მოდელის 1 და “ჩე-ზე-92”-ის მოდელის 1 პისტოლეტი ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და გადაზიდვა-გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით).