უმცირესობის დეპუტატ სერგო რატიანის განცხადებით, ამ დროისთვის მხოლოდ ორ კანდიდატზე შეჩერდნენ, ამის მიზეზად კი რატიანმა მათთვის მისაღები სხვა კანდიდატების დაბლოკვა დაასახელა.
“ვთვლით, რომ ნინია კაკაბაძე და ქეთი მსხილაძე ის ადამიანები არიან, რომლებიც ქმედითები და მიუკერძოებლები არიან. ამასთანავე, აქვთ რეპუტაცია. მესამე კანდიდატის დასახელებისაგან ამ ეტაპზე თავი შევიკავეთ, თუმცა კონსულტაციები მიმდინარეობს”, _ განაცხადა რატიანმა.
საბჭოს წევრების კანდიდატურებზე საკანონმდებლო ორგანოში ამ კვირაში იმსჯელებენ. 9 კაციან საბჭოში ასარჩევად უმცირესობას და უმრვალესობას სამ-სამი კანდიდატის წარდენა შეუძლიათ. ორ წევრს სახალხო დამცველი წარმოადგენ, ხოლო ერთი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმოდგენილი იქნება.