“გუშინ, ოზურგეთის საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეხვდა გურიის გუბერნატორს,წარმატებულ ბიზნესმენ, მილიონერ გიორგი ჩხაიძეს. მინდა მივესალმო ბატონ გუბერნატორს და შევახსენო, რომ როდესაც მსოფლიოს მპყრობელი ალექსანდრე მაკედონელი თავისი 100 000-ანი უძლეველი მხედრობით ძლიერ მოწყურებული მიემართებოდა უდაბნოს ტრამალებში, მიართვეს წლით სავსე დიდი ფიალა. მან გადახედა თავის ჯარს, თქვა: ეს ფიალა წყალი ჩემს ჯარს არ ეყოფა და წყალი გადაღვარა. ვაფრთხილებ გურიის ახალ გუბერნატორს! თქვენ ვალდებული ხართ თქვენი მილიონები გაუნაწილოთ 100 000-ობით მშიერ, სასოწარკვეთილ გურულებს, ხელი შეუწყოთ წარმოებისა და სამუშაო ადგილების შექმნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, გურულების რისხვა და ლაყე კვერცხები არ აგცდებათ, ისე როგორც არ ასცდა საგანელიძესა და ოცნების დეპუტატებს იპოთეკარებისაგან ერთი კვირის წინ ქუთაისის პარლამენტის შენობასთან,” _ წერს მამალაძე.