თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, არსებობს აშშ-ის თავდაცვის სამინისტროსთან ურთიერთობების განვითარების გეგმა, რომელსაც ქართული მხარე მოჰყვება.
“ვისაუბრეთ თავდაცვით შესაძლებლობებზე, რომლის განვითარებასაც სენატორები და კონგრესმენები მხარს უჭერენ. ეს იქნება სერიოზული ძალა სენატსა და კონგრესში ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის მხარდასაჭერად”, _ განაცხადა ირაკლი ალასანიამ.