სახელმწიფო მინისტრი ვიზიტის ფარგლებში, ასევე, სიტყვით გამოვა სლოვაკეთის ატლანტიკურ კომისიაში.
სლოვაკეთიდან ალექსი პეტრიაშვილი ავსტრიაში გაემგზავრება. ქ. ვენაში გაიმართება სახელმწიფო მინისტრის შეხვედრები ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ლამბერტო ზანიერისთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივანთან ელჩ მიქაელ ლინჰარტთან და ავსტრიის საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ვიზიტის მსვლელობისას დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის გამოსვლა ვენის დიპლომატიურ აკადემიაში, სადაც გაიმართება დისკუსია “საუბრები საქართველოზე-2014-ში ისევ გზაჯვარედინზე “.