დავით ზალკალიანის თქმით, თუ ეს ფაქტი დადასტურდა, საგარეო უწყება შესაბამის ზომებს მიმართავს და საკითხს, როგორც საქართველოში ევროკავშირის მისიაში, ისე ბრიუსელში ევროკავშირის ხელმძღვანელობის წინაშე დააყენებს.
“არ მსურს დავიჯერო, რომ ეს განცხადება მართლაც ლეფორის გაკეთებულია და არ გახლავთ ჟურნალისტების ინტერპრეტაცია. მას საგარეო საქმეთა სამინისტროში ხვალ ექნება შეხვედრა და მოვითხოვთ შესაბამის განმარტებებს. თუ ეს ფაქტი დადასტურდა, ჩვენ, რა თქმა უნდა, მივმართავთ შესაბამის ზომებს. ეს საკითხი იქნება დაყენებული როგორც თბილისში, ევროკავშირის მისიის წინაშე, ისე ბრიუსელში, სადაც ჩვენი მისია მიმართავს ევროკავშირის ხელმძღვანელობას, რადგანაც ლეფორი იყო ევროკავშირის წარმომადგენელი, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან აქტიურად იყო ჩართული ამ მოლაპარაკებების პროცესში”, _ განაცხადა დავით ზალკალიანიმა.