“ოქრუაშვილი-პატარკაციშვილისტანდემმა პანიკაში ჩააგდო სააკაშვილი-მერაბიშვილი-ადეიშვილისდაჯგუფება და დაიწყეს ყველას და ყველაფრის გაკონტროლება. ისინი ხმამაღლა აცხადებდნენ, რომ ყველა უნდა გაკონტროლებულიყო.ყველას ახსოვს ოპერაცია „მარცხენა ჯიბე“,რომლის დროს ბევრი უდანაშაულო ადამიანი დააპატიმრეს და მილიონები გამოსძალეს. მაგ დროისთვის საქართველოში არ რჩებოდა თავისუფალი ბიზნესმენი. ისინი თავიანთივე საწარმოებში დატოვეს უბრალო მენეჯერებად, ხოლო ყველა საკითხს წყვეტდა „ნაცისტური მოძრაობა“,ოპოზიციური პარტიებიც მათი შეხედულებით და დავალებით ფინანსდებოდნენ. გვახსოვს იმდროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, თუნდაც გავიხსენოთ ბოკერიას განცხადება, როცა თქვა, რომ ბენზინზე და საწვავზე ფასი შემომტანსა და ხელისუფლებას შორის გარიგების შედეგი იყო, რასაც მაშინვე მოჰყვა გამოხმაურება და შეფასებები, რომ გარიგება სისხლის სამართლის დანაშაულია. მთლიანად სქემა იყო დანაშაულებრივი”.
მამრაძის განცხადებით, ის 13 წლის მანძილზე მუშაობდა კანცელარიის უფროსად და კოლეგებისგან ბევრი ინფორმაცია მისდიოდა. მისი თქმით, დღეს, როცა კეზერაშვილი საფრანგეთშია დაპატიმრებული და მის გარშემო ხმაური ატეხილია იარაღით ვაჭრობასთან დაკავშირებით, არ უნდა დაივიწყოს საზოგადოებამ, რომ კეზერაშვილი იყო დე-ფაქტო ფინანსური პოლიციის მმართველი, რომელიც აკონტროლებდა, რომ ყველა ბიზნესმენს შეეტანა წილი ხელისუფლების “ობშიაგში”. მამრაძის თქმით, იმ პერიოდში ყველა ტენდერში იმარჯვებდნენ ის ადამიანები, რომლებიც თანხის ნახევარს ისევ ხელისუფლების “ობშიაგში” აბრუნებდნენ.
“მაშინ იქმნებოდა პატარა ფირმები, რომელიც მალევე მსხვილდებოდა და სახელმწიფოსგან იღებდა ტენდერებს.ეს არ ნიშნავს, რომ მილიონერები ხდებოდნენ. მათ ფულის გარკვეული ნაწილი “ობშიაგში” უნდა დაებრუნებინათ. პრესაში არაერთხელ გამოქვეყნდა ინფორმაცია ბაქრაძის სიმამრის შესახებ, რომელმაც გაიმარჯვა ტენდერში, მაგრამ დღემდე არც დაუწყია და არც დაუსრულებია სამუშაოები, გაიხსენეთ ხიდები ანაკლიაში,რომელიც მერე ჩაწვა. ელიტარული კორუფცია არასოდეს ტოვებს საბუთს. ერთი წელია მოვუწოდებ ხელისუფლებას დაიწყოს გადარიცხვებისსაკითხის შესწავლა. ჩემი კოლეგები ხშირად მეუბნებოდნენ, რომ საფუძვლის გარეშე ახდენდნენ გადარიცხვებს.აი, ეს საკითხია სასწრაფოდ შესასწავლი და ბევრ დახურულ საქმეს ახდის ფარდას”.
მამრაძე აცხადებს, რომ რადგან ამ საქმეებში ხელისუფლება ჯერ არ დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ დანაშაულებრივ გარიგებებში მონაწილეობდნენ, ჯერ კიდევ მაღალ თანამდებობებზე არიან ან მოხდა სიმბიოზი-მოლაპარაკება. მისი თქმით, ბიზნესმენები დაიყვნენ ჩახსნილებად და არაჩახსნილებად. თუ ბიზნესმენი თავისი ნება-სურვილით გადაწერდა ქონებას მავანის და მავანის სახელზე, ის იქნებოდა ჩახსნილი.
“მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის” ხელმძღვანელის თქმით, კანცელარიის უფროსად მუშაობის პერიოდში ვინმეს სამკაულის შესაძენად ან ბოტოქსის გასაკეთებლად ფული რომ გადაერიცხა, მეორე დღესვე “წასული იქნებოდა მისი საქმე”. აქვე აღნიშნა, რომ დანაშაულებრივი სქემით ისე მდიდრდებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ ქაღალდიც არ რჩებოდა, მაგრამ შესაძლებელია საქმის ძიების პროცესში იმ ადამიანების სიის დადგენა, რომლებიც ძალდატანებით ასხვისებდნენ საკუთარ ქონებას. მამრაძე თქმით, რომ ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს პოლიტიკური ნება, უნდა დაუმტკიცოს ხალხს, რომ უნდა სამართლიანობის აღდგენს და ეკონომიკის აღმავლობა და დაიწყოს დანაშაულებრივი სქემის გამოძიება.