https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

    რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს

    ავიაკატასტროფა თურქეთში _ დაღუპულია 8 ადამიანი

    ომიდან დაბრუნებულმა რუსმა ორი ადამიანი ცოცხლად დაწვა და ისევ ომში გაშვება ითხოვა

    რუსეთში WhatsApp-ს სიჩქარე ხუთჯერ დაეცა

    მოსკოვში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გენერალი დაიღუპა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

არასამთავრობოების განცხადება სამთაწყაროში მიმდინარე რელიგიურ კონფლიქტთან დაკავშირებით

8:06; 3.06.2013
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

“31 მაისს, სოფელ სამთაწყაროში მცხოვრებ ადგილობრივ მუსლიმებს კვლავ არ მიეცათ პარასკევის ტრადიციული ლოცვის (ჯუმა) ერთობლივად აღვლენის შესაძლებლობა, რასაც წინ უძღოდა დაპირისპირება სოფლის შესასვლელში, რომლის დროსაც ადგილობრივმა ქრისტიანმა მოსახლეობამ გზა გადაკეტა და სოფელში ლოცვაზე დასასწრებად მიმავალ მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებს, ქვემო ქართლის მუფტსა და მის თანმხლებ პირებს არ მისცა სოფელში შესვლის შესაძლებლობა. ინციდენტს თან ახლდა მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლების სიტყვიერი შეურაცხყოფა და ქვემო ქართლის მუფტის ჯემალ ადაძის ფიზიკური შეურაცხყოფა. ადგილობრივ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის პირველი დაპირისპირება 24 მაისს მოხდა, როცა სალოცავად შეკრებელ მუსლიმურ თემს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რიტუალისათვის აუცილებელი ნივთები  შენობიდან თვითნებურად გაიტანეს და აიძულეს ფიზიკურად დაეტოვებინათ სამლოცველო. აღნიშნულ ფაქტს ესწრებოდნენ ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლები, რომელთაც ქვემო ქართლის მუფტის განცხადებით ხელშეშლის აღსაკვეთად არანაირ ზომებს არ მიმართეს.

თავდაპირველი დაპირისპირება მოჰყვა მუსლიმთა მცდელობას ერთობლივი ლოცვა მუსლიმთა სამმართველოს მიერ მათთვის შეძენილ სახლში შეესრულებინათ. ადგილობრივი ქრისტიანი მოსახლეობის განმარტებების თანახმად, ისინი არ ეწინააღმდეგებიან მუსლიმთა რელიგიურ გამოხატვებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი ლოცვას საკუთარ სახლში აღავლენენ, თუმცა, არ დაუშვებენ მათ ერთობლივ შეკრებას სამლოცველო სახლში, რასაც მეჩეთის მშენებლობისადმი წინააღმდეგობით ხსნიან. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მუსლიმი თემის სურვილია სოფელში არა მეჩეთის, არამედ სამლოცველო სახლის ფუნქციონირება, რომელიც მათ რელიგიური ცხოვრების სრულფასოვანი განხორციელების შესაძლებლობას მისცემდა. თუმცა, ხაზი უნდა გაესვას, რომ ინტერესებს შორის გონივრული ბალანსის დაცვის პირობებში, თავისთავად მეჩეთის მშენებლობის საკითხიც განხილული იქნეს როგორც ლეგიტიმური მოთხოვნა რელიგიური უმცირესობის მხრიდან. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე სამთაწყაროს ადგილობრივი მუსლიმები ტრადიციულ ლოცვას ერთობლივად ერთ-ერთი მუსლიმის სახლში აღავლენდნენ.

აღნიშნული დაპირისპირებისას მნიშვნელოვანია ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამართლადამცავი ორგანოების როლის გააზრება. 31 მაისს, სამთაწყაროს შესასვლელში მომხდარი დაპირისპირების დროს ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ არათუ ვერ უზრუნველყო მუსლიმების გადაადგილებისა და რელიგიის თავისუფლების დაცვა, არამედ არც კი მიმართა რაიმე ტიპის ძალისხმევას გზის გათავისუფლების და იმ უკანონო ქმედებების აღკვეთის მიზნით, რასაც ადგილი ჰქონდა სოფლის ქრისტიანი მოსახლეობის მხრიდან. ინციდენტს ასევე ესწრებოდნენ დედოფლისწყაროს რაიონის გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე და სოფლის რწმუნებული, რომლებმაც პოზიტიური წვლილი არ შეიტანეს დაპირისპირების განეიტრალებაში და არ მიმართეს სათანადო ზომებს. უფრო მეტიც, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პოლიციის ქმედებების ანალიზი აჩვენებს, რომ ისინი თავს კონფლიქტის მხარედ აღიქვავდნენ და თავისი ქცევით გასცდნენ კანონით დადგენილი კომპეტენციების ფარგლებს და არ დაიცვეს რელიგიური ნეიტრალიტეტის პრინციპი. კერძოდ, ადგილობრივი ხელისუფლება და პოლიცია პირდაპირ აცხადებდა, რომ ისინი ემორჩილებიან მოსახლეობის უმრავლესობის აზრს, რომელსაც არ სურს სოფელში მეჩეთის მშენებლობა. მეტიც, ადგილობრივი ხელისუფლებამ და პოლიციამ  მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებს მოუწოდა სოფლის ტერიტორიის დატოვება და მათ პროვოკატორებიც კი უწოდა. ადგილობრივი ხელისუფლებისა და პოლიციის წარმომადგენლებმა აგრესიული ჯგუფის ქმედება მხოლოდ გამოხატვის თავისუფლებად შეაფასა და მათ ქმედებაში სავარაუდო სამართალდარღვევის ნიშნები არ დაინახა.

ბოლო პერიოდის მოვლენების ანალიზი აჩვენებს, რომ მოკლე ინტერვალში ადგილობრივ დონეებზე რელიგიური კონფლიქტის არა ერთი კერა გაჩნდა და დომინანტი რელიგიური ჯგუფის მხრიდან რელიგიური უმცირესობის, განსაკუთრებით აჭარელი მუსლიმების შევიწროების შემთხვევებმა (სოფელი ნიგვზიანი, წინწყარო, ციხისძირის ინციდენტი) იმატა.  ჩვენი შეფასებით, რელიგიური კონფლიქტების გავრცელება ძირითადად განპირობებულია სახელმწიფოს არასათანადო მონაწილოებით წინა კონფლიქტების დარეგულირების პროცესში, როცა სახელმწიფომ არაეფექტური სამართლებრივი რეაგირება მოახდინა რელიგიური შეუწყნარებლობის საფუძველზე დაფიქსირებულ ძალადობრივ ქცევებზე და კონფლიქტების დარეგულირების პროცესები არსებითად სასულიერო პირებს გადაანდო. ამგვარი ჩაურევლობით სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო კონფლიქტის სამართლიანი დარეგულირება  ისედაც არათანაბარ პირობებში მყოფ მხარეებს შორის. ამასთან კონფლიქტის დარეგულირების პროცესის სეკულარული სივრციდან გატანით, სახელმწიფომ ვერ შეძლო ნეიტრალური საჯარო სივრცის შექმნა და კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემაზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარება ამ პროცესში.

ამასთან, რელიგიური კონფლიქტების წამახალისებელ ფაქტორად შესაძლოა ასევე მიჩნეულ იქნეს ამ მიმართებით სახელმწიფოს ზოგადი პოლიტიკა (რაც ზოგჯერ უმოქმედობაში, არასათანადო მოქმედებაში, ან რელიგიური ორგანიზაციების არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებაში გამოიხატება). ცხადია, რომ საჯარო სივრცეები ინდოქტრინაციის გავლენას განიცდის, რაც სამოქალაქო საზოგადოებაში დემოკრატიული და ტოლერანტობაზე დაფუძნებული ღირებულებების დამკვიდრებას უშლის ხელს.

შესაბამისად, სამთაწყაროს კონფლიქტთან მიმართებით უმნიშვნელოვანესად მივიჩნევთ სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის რეაგირებას, რაც უნდა გულისხმობდეს კონფლიქტის მშვიდობიანი, სამართლიანი გადაწყვეტისა და მუსლიმი მოსახლეობის მიერ  რელიგიის თავისუფლებით სრულყოფილი სარგებლობის მიზნით ყველა შესაძლო ზომის მიღებას. ამ მიმართებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:

–         სახელმწიფომ სათანადო სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს იმ პირთა ქმედებაზე, რომელთა ქცევა კანონით დაცულ სფეროს სცილდება და ზღუდავს სხვა პირთა რელიგიის თავისუფლებას. ზოგიერთი პირის ქცევაში აშკარად იკვეთება სამართალდარღვევის ნიშნები, რაც ეფექტური გამოძიების ჩატარებასა და შესაბამისი პირებისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას მოითხოვს. მათ შორის, არსებითია სახელმწიფომ რეაგირება მოახდინოს ადგილობრივი ხელისუფლებისა და პოლიციის ქცევაზე, რომელთაც არ დაიცვეს რელიგიური ნეიტრალიტეტის მოთხოვნა და არაფერი გააკეთეს უმცირესობის მიერ საკუთარი რწმენის თავისუფლების განხორციელების უზრუნველყოფისთვის;

–         ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სწორად გაიაზრონ საკუთარი როლი და  მათი ქცევა/ადგილობრივი პოლიტიკა კანონით დადგენილ ფარგლებსა და კანონის უზენაესობის პრინციპის დაუქვემდებარონ;

–         სახელმწიფომ ღიად დაუჭიროს მხარი რელიგიური უმცირესობებისთვის რელიგიური პრაქტიკის სრულყოფილად განხორციელების მნიშვნელობას და მიმართოს ეფექტურ ზომებს მუსლიმი მოსახლეობის  რელიგიურ გამოხატვის უზრუნველსაყოფად;

–         სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს დაპირისპირებული რელიგიური ჯგუფების ლიდერებს შორის შეთანხმების მიღწევას, რომელიც მშვიდობასა და რელიგიის თავისუფლების პატივისცემის პრინციპს დაეფუძნება;

–         სახელმწიფომ გააძლიეროს რელიგიური თვალსაზრისით შერეული ტიპის დასახლებებში ტოლერანტობაზე დაფუძნებული პოლიტიკა, მათ შორის განსაკუთრებულად ზოგადი განათლების სისტემაში.

ვიმედოვნებთ, რომ მომავალი პარასკევისთვის სახელმწიფო მიიღებს ადეკვატურ ზომებს იმისთვის, რომ უზრუნველყოს ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობის მიერ ერთობლივი ლოცვის მშვიდ და უსაფრთხო პირობებში აღვლენა. ამასთან, იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლება შეიმუშავებს ერთიან პოლიტიკას რელიგიური კონფლიქტის კერებში არსებული პრობლემების დასარეგულირებლად და ხელს შეუწყობს ადგილებზე მშვიდობასა და ტოლერანტობაზე დაფუძნებული გარემოს შექმნას.

არასამთავრობო ორგანიზაციები კვლავაც დააკვირდებიან სამთაწყაროში მიმდინარე პროცესებს და საზოგადოებას წარუდგენენ საკუთარ შეფასებებს”.  _ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს:

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

საქართველო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

როგორ შევინახოთ მზა კერძები სწორად

19:15; 27 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

საქართველოს პირველი არხი განცხადებას ავრცელებს

16:23; 27 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

მეწყრული პროცესი განვითარდა, 14 ოჯახი გააფრთხილეს – რა ხდება შუახევში

16:16; 27 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

რა ღირს 1 კგ. ყველი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

14:46; 27 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ვის ჩამოეწერება 2025 წლის 1 ნოემბრამდე დაგროვილი დავალიანება

12:54; 27 დეკემბერი, 2025

შსს-მ სანდრო გირგვლიანის საფლავის ქურდობის ფაქტზე ორი პირი დააკავა

შსს-მ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული პირი დააკავა

ყველა სიახლე

სპორტი

ქსკ “ლანჩხუთის” მეკარე თათია გაბუნია სეზონის საუკეთესო მეკარედ დასახელდა

20:21; 27.12.2025
საზოგადოება

როგორ შევინახოთ მზა კერძები სწორად

19:15; 27.12.2025
საზოგადოება

საქართველოს პირველი არხი განცხადებას ავრცელებს

16:23; 27.12.2025
საზოგადოება

მეწყრული პროცესი განვითარდა, 14 ოჯახი გააფრთხილეს – რა ხდება შუახევში

16:16; 27.12.2025
სამართალი

სუს-ი: კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით 11 პირი პასუხისგებაში მიეცა

15:55; 27.12.2025
სამართალი

იტალიაში კოსმეტიკის მოპარვის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

15:51; 27.12.2025
საზოგადოება

რა ღირს 1 კგ. ყველი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

14:46; 27.12.2025
პოლიტიკა

ბაჩო ახალაია პროკურორს: ვინც ეს დაგავალა, გადაეცი: საფლავიდან ამოგთხრი – სხდომის დახურვის წინააღმდეგი ვარ

14:24; 27.12.2025
მსოფლიო

კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

13:23; 27.12.2025
პოლიტიკა

„ამდენი ხნის შემდეგ, მშვიდ გარემოში, წყნარად დამტკიცდა წლის დოკუმენტი“ – დავით დარჩია

13:07; 27.12.2025
საზოგადოება

ვის ჩამოეწერება 2025 წლის 1 ნოემბრამდე დაგროვილი დავალიანება

12:54; 27.12.2025
საზოგადოება

რა ვითარებაა გზებზე ინტენსიური თოვის შედეგად

12:42; 27.12.2025
ზაფრანი

მიხეილ ცაგარელმა 2026 წლის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები დაასახელა

12:36; 27.12.2025
სამართალი

პროკურატურა: სასამართლომ გაიზიარა მტკიცებულებები და ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

12:14; 27.12.2025
საზოგადოება

დღეს დამოუკიდებელი ონლაინმედიების მხარდასაჭერად ფლიმარკეტი და მარში გაიმართება

11:03; 27.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025
0

გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

16:16; 25.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო