იაპონიის ნაკრებმა გუშინ ღამით ფრედ 1:1 ითამაშა ავსტრალიის ეროვნულ გუნდთან. ტომი ოარის 82 წუთზე გატანილ გოლს, იაპონელებისგან მოსკოვის “ცსკა”-ს ნახევარმცველმა, კეისუკე ჰონდამ უპასუხა პირველ დამატებით წუთზე გატანილი პენალტით.
იაპონელებმა გაიმეორეს თავიანთი შედეგი, ანუ პირველები გახდნენ მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეები _ ასეთ შედეგს მათ 2006-სა და 2010 წელს მიაღწიეს.