გამოძიებით დადგინდა, რომ ავთანდილ ჯინჭარაძე გამორჩენის მიზნით, სამსახურებრივ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებდა და მოქალაქეებს აძლევდა საშუალებას, საბაჟო წესების დარღვევით, საქართველოში რეგულარულად შემოეტანათ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო და სამრეწველო საქონელი.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.