მოსამართლეთა კონფერენციაზე ცალკე უყარეს კენჭი დანარჩენი ოთხი მოსამართლე წევრის თანამდებობაზე არჩევას, რომლებიც უფლებამოსილნი არ არიან შეითავსონ სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა, რომელზეც წარდგენილები იყვნენ მოსამართლეები: ირაკლი ადეიშვილი; მაია ბაქრაძე, შორენა გუნცაძე, ბადრი კოჭლამაზაშვილი, დურმიშხან ჟორჟოლიანი, ბესიკ სისვაძე, დავით ღიბრაძე, ლელა ცანავა, ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე, ილონა თოდუა, თამარ ზამბახიძე, ეკა არეშიძე, თამარ ალანია; ზაზა მარტიაშვილი, გიორგი გოგინაშვილი; ეკატერინე ცისკარიძე; იოსებ ბაღათურია, ინგა კვაჭანტირაძე.
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა იმ ოთხი მოსამართლე წევრის თანამდებობაზე წარდგენილი მოსამართლეების ბიულეტენების დათვლა, რომლებიც უფლებამოსილნი არ არიან შეითავსონ სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა. კანდიდატებიდან ყველაზე მეტი ხმა მიიღო: ლევან მურუსიძემ – 135 ხმა; თოდუა ილონა – 119 ხმა; სილაგაძე პაატა – 98 ხმა; ბაქრაძე მაია –71 ხმა; ბერიკაშვილი დიანა – 70 ხმა. მიუხედავად ამისა ვერც ერთმა მოსამართლემ ვერ მიიღო ხმათა რაოდენობის 2/3, რის გამოც ხმის მიცემის განმეორებითი ტური ჩატარდება, სადაც კანდიდატებს 1/4 გადალახვა მოუწევთ.
მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი საბჭოს წევრებს მოსამართლეები ფარული კენჭისყრით ირჩევდნენ, კენჭისყრის დასრულების შემდეგ, თითოეული ბიულეტინის დათვლა ფართო ეკრანზე ჩანს