და გვთხოვს, რომ ჩვენი მეშვეობით, იქნებ, პასუხი მაინც მიიღოს, დაეხმარება ახალი ხელისუფლება თუ არა.
_ ვცხოვრობ ჩოხატაურში, ყოფილი “კოლმშენის” მიტოვებულ შენობაში, კოსტავას ქუჩაზე. უმძიმეს პირობებში ვარ ამდენი ხანია _ არ მაქვს სასმელი წყალი, წვიმაში და თოვლში კი წყალში ვიხრჩობი. მორიელებითაა სავსეა ჩემი საცხოვრებელი. ახლა გაურკვევლობაშიც ვარ _ შეიძლება მთელი ოჯახი გამოგვიშვან კიდეც ამ შენობიდან, სხვა საცხოვრებელი კი ჩვენ არ გაგვაჩნია. ვის არ ვთხოვე დახმარება, მაგრამ პატრონი არავინაა _ გამგეობაში ჩემი 100 წერილი დევს. ახალ ხელისუფლებასაც ვთხოვ დახმარებას. გვპირდებიან და არაფერი არ ჩანს. გაღატაკებული, უმძიმესად გაჭირვებული ვარ და ვის რა ვთხოვო, აღარ ვიცი _ სრულ უიმედობაში ვარ, _ გვითხრა ლიანა გიორგაძემ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის თამაზ ჯინჭარაძის თქმით, ლიანა გიორგაძის ოჯახის პრობლემა ადვილი გადასაჭრელი არაა: _ ვიცი ამ ქალბატონის პრობლემების შესახებ _ მას არა ერთხელ მოუმართავს ჩემთვის და ჩვენც გაგვიწევია ერთჯერადი დახმარებები. ის პრობლემა, რასაც ქალბატონი ლიანა ასახელებს, ადვილი გადასაჭრელი არაა _ წყლის საკითხის მოგვარებას 3 000 და 5 000 ლარი არ ეყოფა. იმდენად რთული და დიდია ეს პრობლემა, ასე იოლად ვერ გადაწყვეტ.
იმის საქმის კურსშიც ვარ, რომ სადაც ეს ოჯახი ცხოვრობს, მათი კუთვნილებაც არაა, თუმცა ცხოვრების უფლება, ჯერჯერობით, აქვთ. ვნახოთ, იქნებ ბიზნესმენების დახმარებით შევძლოთ პრობლემის მოგვარება _ თუ მათი კეთილი ნება იქნება, დაეხმარონ ამ ქალბატონს. მე ხელს შევუწყობ ყველანაირად. ისე, სადაც ცხოვრობენ, იქაური პრობლემების მოგვარებას სადმე სახლი ვუყიდოთ, უფრო კარგი გამოსავალი იქნება, _ გვითხრა თამაზ ჯინჭარაძემ.
სტატია მომზადებულია ფონდის “ღია საზოგადოება _ საქართველოს” მიერ დაფინანსებული პროექტის _ “დათვალე საკუთარი ფული!”, ფარგლებში და მასში გამოთქმული მოსაზრება არ გამოხატავს ფონდის პოზიციას.