გამოძიებამ დაადგინა, რომ 2013 წლის 21 ივნისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსმა და ამავე მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა მიწის ნაკვეთზე ნებართვის გარეშე მშენებლობის დაწყებისათვის და სამსახურებრივი მფარველობისათვის მოქალაქეს ქრთამის სახით გამოართვეს 700 აშშ დოლარი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.