პროგრამის ფარგლებში შედგება შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ სააკაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ივანიშვილთან, საქართველოს პარლამენტის წევრებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან.
ნატოს გენერალური მდივანი ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას გახსნის, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს. ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს წევრები ასევე დაესწრებიან ქართული შენაერთების ავღანეთში გაცილების ცერემონიას.
ვიზიტის ფარგლებში გენერალური მდივანი ორმხრივ შეხვედრას გამართავს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რის შემდეგაც დაგეგმილია მისი საჯარო გამოსვლა ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
ვიზიტის პირველ დღეს _ 26 ივნისს დაგეგმილია რასმუსენისა და ივანიშვილის ერთობლივი პრესკონფერენცია, 27 ივნისს კი, სააკაშვილი _ რასმუსენის პრესკონფერენცია.
მედიაივენთები ნატოს ოფიციალურ ვებგვერდის ლაივსთრიმით გადაიცემა.