დავით ონოფრიშვილი რამდენიმე საკითხს შეეხო და მათ შორის პრემიებსაც, რომელიც მისი თქმით, არამიზნობრივად ურიგდებოდათ იმ ადამიანებს, რომლებიც არანაირ განსაკუთრებულ სამუშაოს არ ეწეოდნენ. სამაგიეროდ, ყოველგვარი წახალისების გარეშე რჩებოდნენ ის აუდიტორები, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვან საქმეებს აკეთებდნენ.
დაუმსახურებელი პრემიების მიღების ერთ-ერთ ნიმუშად დავით ონოფრიშვილმა ჟურნალისტ ლაშა ხარაზიშვილის “ქეისი” გაიხსენა, რომელიც აუდიტის სამსახურში მიწვეული იყო შტატგარეშე სპეციალისტად და 3 წლის განმავლობაში ანაზღაურების სახით 87 000 ლარზე მეტი აიღო:
” გახსოვთ ხომ ლაშა ხარაზიშვილი, ის, ვისმა მოწყობილმა “სპექტაკლმაც” მთელი საქართველო შეძრა? ამ სამსახურში ის შტატგარეშე თანამშრომლად იყო და 87 000 ლარზე მეტი აიღო” _ განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.
უმცირესობამ დარბაზიდან შეუსწორა ონოფრიშვილს, რომ ეს თანხა ხარაზიშვილმა 3 წელიწადში აიღო.