წუხელ, მცხეთასთან ახლოს, რეანომობილი რომელსაც ოზურგეთიდან მძიმე ავადმყოფი და მისი თანმხლები – დედა, თბილისში გადაჰყავდა, ავარიაში მოჰყვა,
დედა, სოფელ ჭანიეთის მკვიდრი, მარინა შათირიშვილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო პაციენტი უმძიმეს მდგომარეობაში, თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში, სასუნთქ აპარატზეა მიერთებული.
"გურია ნიუსი" ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორ დავით მდინარაძეს დაუკავშირდა და მომხდარის შესახებ ჰკითხა.
"მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეს ავადმყოფი, უმძიმეს მდგომარეობაში იწვა ჩვენთან, რეანიმაციაში. საჭირო გახდა მისი გადაყვანა თბილისის რომელიმე საავადმყოფოში და ამიტომ გამოიძახეს რეანომობილი. მერე გავიგეთ, რომ მცხეთასთან რეანომობილი ავარიაში მოჰყვა და გარდაიცვალა თანმხლები ქალბატონი, პაციენტის დედა, რომელიც მას აქედან გაჰყვა", _ გვითხრა დავით მდინარაძემ.
გარდაცვლილ ქალბატონს სოფელ ჭანიეთში დღეს ჩამოასვენებენ. „გურია ნიუსი“ გამოთქვამს მწუხარებას და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.