დღეს, ანაკლიაში, კაზანტიპის პროექტის – "რეალობის ალტერნატიული რეალობა" პრეზენტაცია გაიმართება და ე.წ. რესპუბლიკის "პრეზიდენტი", ნიკიტა მარშუნოკი, ჟურნალისტებს იმ ტერიტორიას დაათვალიერებინებს, სადაც 20-დან 30 აგვისტომდე ფესტივალი ჩატარდება.
პრეზენტაციის ფარგლებში 14 საათზე დაგეგმილია პრესკონფერენცია, სადაც პროექტის დეტალებზე იქნება საუბარი.
ელექტრონული მუსიკის ფესტივალის პროგრამის პრეზენტაცია ანაკლიაში 11 საათზე დაიწყება.