დღეს, ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, გურიის რეგიონის მედპერსონალის წარმომადგენლებს შეხვდა.
ექიმებთან საუბრის დაწყებამდე, დავით სერგეენკომ მათგან ნებართვა აიღო: "თუ ფიქრობთ, რომ მე ჩემი მუშაობის შემდეგ, მაქვს იმის პირი, რომ თქვენ გესაუბროთ, თუ მაძლევთ ამის უფლებას მე მზად ვარ…" – ასე მიმართა მინისტრმა ექიმებს.
პასუხად ყველა ექიმის თანხმობა მიიღო.
"მე ვიცი რა მძიმე პირობებში გიხდებოდათ, თქვენ მუშაობა. პოლიკლინიკებში გადახდილი თანხის მარტო 8% ხმარდებოდა ექიმებს, დანარჩენი ილექებოდა მეპატრონეებსა და მენეჯმენტში. ახლა მეტნაკლებად სიტუაცია გამოსწორდა. თქვენ თუ არ იქნებით ღირსეულ მდგომარეობაში, ისე არანაირი რეფორმის გატარებას აზრი არ აქვს. მე ძალიან კარგად ვიცი როგორ იყავით, ერთი ერთზე, ბრძოლის ველზე მიტოვებულები.
ამიტომ, ქედს ვიხრი თქვენს წინაშე", _ ასე მიმართა დავით სერგეენკომ ექიმებს.