წუხანდელი გადაუღებელი წვიმისა და ქარის შედეგად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა.
განსაკუთრებით დაზარალდა სოფელი ნაბეღლავი, სადაც ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ნიაღვარმა დააზიანა გზები, მილხიდები, საცხოვრებელი სახლები.
განსაკუთრებით დიდი ოდენობის ზარალი მიადგა ნაბერლავის ქარხანას, სადაც მუშაობა შეჩერებულია.
ქარხანამდე მისასვლელი გზა წაღებულია. მიწაშია ჩამარხული ჭაბურღილები და სხვას შენობა ნაგებობები
"ღამის ორი საათი იყო. რაღაც საოცარი ხმა გავიგე, არაადამიანური ღრიალის და ამ დროს შენობაში წყალი შემოვარდა. მეც არ ვიცი როგორ მოვახერხე გარეთ გამოსვლა და სამშვიდობოს გაღწევა", _ ყვება "გურია ნიუსთან" საუბრისას ნაბეღლავის ქარხნის დარაჯი.
როგორც აქაურები ამბობენ ამ მასშტაბის სტიქია სოფელში არასოდეს ყოფილა.