20 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით, სოფელ ანაკლიაში ყოველწლიური საერთაშორისო ელექტრონული მუსიკალური ფესტივალი "კაზანტიპი" ჩატარდება. ანაკლიაში უკვე დაწყებულია იმიტირებული ქვეყნის "კაზანტიპის" მშენებლობა.
ქვეყნის მთავრი სიმბოლო_ ყვითელი ჩემოდანი ამფითეატრთან უკვე დგას. იმიტირებული პალმები და სამი მთავარი სცენის: Main Stage _ რესპუბლიკა "კაზანტიპის" ყველაზე მთავარი საცეკვაო სცენა ამფითეატრით; Befooz _ Z21-ის სეზონის საკულტო საცეკვაო სცენის კონსტრუქციების აწყობა დაწყებულია; Invite Stage _ აკვაპარკისა და საცეკვაო მოედნის ერთობლიობა, სადაც ყველა ტრადიციული ღონისძიება, საპნის ბუშტების დღეები და საქორწილო ცერემონიები ჩატარდება.
ასევე იქნება ბარი _ "Gnezdo bar, Spirit, Zapravka Bar, Tarelka i Reaqtor… რაც შეეხება გვირილის ფორმის კარვების ქალაქს, კარვები შეკვეთილია და მას "კაზანტიპის” რესპუბლიკაში უკვე ელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ 2014 წელს, საქართველო, კერძოდ კი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ანაკლია, რომელიც სამეგრელოსა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან სულ რამდენიმე კილომეტრით არის მოშორებული, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან 30 000 -მდე სტუმარს ელოდება.
"კაზანტიპი" _ იმიტირებული ქვეყანაა. "კაზანტიპის ერი" 22 წლის წინ დაარსდა, რომლის "პატარა პრეზიდენტი" ნიკიტა I (მარშუნოკი) ყოველწლიური საერთაშორისო ელექტრონული მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორია.
როგორც "გურია ნიუსთან" "კაზანტიპის: ფესტივალის ორგანიზატორებმა განაცხადეს, "კაზანტიპის" ფესტივალიდან საქართველო 60 მილიონი ლარის შემოსავალს მიიღებს"