"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელ გიგი წერეთლის განცხადებას, რომელიც წამლების რეცეპტით გაყიდვის შემთხვევაში სასწრაფო დახმარების გამოძახების რიცხვის სერიოზულ ზრდას შეეხებოდა, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გამოეხმაურა.
"ჩემი აზრით, პარლამენტის წევრს მოეთხოვება, რომ უფრო ღრმად და საგნობრივად იყოს გარკვეული საკითხის არსში და მით უმეტეს, თუ საკითხი მისი პროფესიული სფეროდან არის. მე ამ განცხადებას ვერ შევაფასებ კონსტრუქციულად და საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნვად.
რაც შეეხება სასწრაფო გამოძახებების გაზრდას, ეს არ მოხდება, რადგან სასწრაფო დახმარების ექიმს არ აქვს და არ ექნება რეცეპტის გამოწერის პრივილეგია, შესაბამისად რეცეპტის გამოსაწერად ვერ გამოიძახებენ", _ განაცხადა სერგეენკომ.