ეს ფოტოები იქნებ ვინმეს უნახავს კიდეც ინტერნეტში. თუმცა არ იციან, ვინ არის ეს პაპა.
ამ მოხუც კაცს დობრი ჰქვია, ბულგარეთის ერთი პატარა სოფლიდანაა და 98 წლისაა. მრავალი წლის განმავლობაში აგროვებს ფულს მთელ ბულგარეთში ეკლესიების აღსადგენად.
შეგროვილი ფულიდან პაპა დობრი არც ერთ კაპიკს არ ეხება. თავისი პენსიის – თვეში 100 ევროს გარკვეული ნაწილით ცხოვრობს და ასევე იმ ხილითა და პურით, რომელსაც ფულის შემომწირველნი მისთვის გაიმეტებენ ხოლმე.
2010 წელს ალექსანდრე ნეველის ტაძრის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღებისას ბულგარეთის ტელევიზიამ გამაოგნებელი აღმოჩენა გააკეთა – საეკლესიო არქივების დათვალიერებისას გაირკვა, რომ ყველაზე გულუხვი შემოწირულობა, რომელიც კი ოდესმე მიუღია ტაძარს – 40 ათასი ევრო – მოხუცმა მათხოვარმა, პაპა დობრიმ გაიღო.
მას წლობით უგროვებია თავისი პენსიის დიდი ნაწილი და ის კვლავ ეკლესიისთვის გაიღო.
პაპა დობრი ბევრ სხვასაც ეხმარება. მაგალითად, კომუნალური გადასახადები გადაუხადა ბავშვთა სახლს, რომლისთვისაც გაზი და სინათლე უნდა გაეთიშათ გადაუხდელობის გამო. ასევე ეხმარება უსახლკაროებს…
თუმცა ალბათ პაპა დობრის ყველა კეთილი საქმის შესახებ ბევრი ვერც ვერასოდეს გაიგებს, რადგან ის მათზე არასოდეს ლაპარაკობს.