ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში სოფლის დღესასწაული “ასკანობა“ ჩატარდა. მიუხედავად უამინდობისა სპორტულ-კულტურული ღონისძიებები მაინც გაიმართა. ყველაზე მეტი გულშემატკივარი ფეხბურთს გამოუჩნდა. ფინალში ერთმანეთს ასკანის და მზიანის გუნდები შეხვდნენ. გამარჯვებას კი ასკანის გუნდმა მიაღწია. თამაშის დასასრულს გურულებმა გაიხუმრეს – ეს ფეხბურთი კი არა, ტალახ-ბურთი იყოო.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved