ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი წევრი ჰყავს. N62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2014 წლის 25 აგვისტოს N107/2014 განკარგულების საფუძველზე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბლოკი "ქართული ოცნების" პარტიული სიით არჩეული საკრებულოს გამოკლებული წევრის, ნუგზარ ფოცხიშვილის (პარტიულ სიაში N11) ადგილმონაცვლედ, ამავე პარტიის პარტიული სიით რიგით მომდევნო საკრებულოს წევრობის კანდიდატი კლოდი მდინარაძე (პარტიულ სიაში N31) შევიდა.
ფოცხიშვილმა, საკრებულო მას შემდეგ დატოვა, რაც გამგეობაში თანამდებობაზე დაინიშნა.