საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2014 წლის იანვარ-აგვისტოში ნარკოტიკული დანაშაულის 3331 შემთხვევაა რეგისტრირებული, აქედან 3242 გახსნილია, მაშინ როდესაც, 2013 წლის ამავე პერიოდში 3565 შემთხვევიდან 3388 გაიხსნა.
შსს-მ სტატისტიკური მონაცემები დღეს გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2014 წლის იანვარ-აგვისტოში ნარკოტიკების კონტრაბანდის 49 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 48 გახსნილია. 2013 წლის ამავე პერიოდში კი 34 შემთხვევა ფიქსირდება, 28 გახსნილია.
2014 წლის იანვარ-აგვისტოში, ნარკოტიკების შეძენა, შენახვა ან გასაღების 1034 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 1001 უკვე გახსნეს. 2013 წელს კი, 1220 შემთხვევიდან 1127 გაიხსნა.
2014 წელს ფსიქოტროპული საშუალებების კონტრაბანდის 4 შემთხვევა ფიქსირდება, 2 უკვე გახსნილია, მაშინ, როდესაც 2013 წელს არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
2014 წლის იანვარ-აგვისტოში, ფსიქოტროპული საშუალებების შეძენა, შენახვა, გასაღების 18 შემთხვევიდან 17 გახსნილია. 2013 წლის ამავე პერიოდში კი, 6 შემთხვევა ფიქსირდებოდა, 6-ვე გახსნეს.
რაც შეეხება ნარკოტიკების შემცველ მცენარეთა უკანონო დათესვას, შსს-ს მონაცემებით, 2014 წლის იავრა-აგვისტოში 107 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან გახსნილია 102. 2013 წლის ამავე პერიოდში კი, 145 შემთხვევა ფიქსირდებოდა, 138 გაიხსნა.
სტატისტიკის მიხედვით, 2014 წელს ნარკოტიკული ნივთიერებების განმეორებითი მოხმარების 2117 შემთხვევაა რეგისტრირებული, აქედან 2071 გაიხსნა, შარშან კი, 2160 შემთხვევიდან 2089 გახსნეს.