ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე მამასთან, მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს.
რამდენიმე დღის წინ შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით ბეგლარ სიორიძე ფლობს 120 კვ.მ. მიწის ნაკვეთს კურორტ ბახმაროში; 400 კვ.მ. მიწის ნაკვეთს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში (კაპროვანი); 116.40 კვ.მ. საცხოვრებელ სახლს და 613.60 კვ.მ. მიწის ნაკვეთს ოზურგეთში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე. მასვე ეკუთვნის 20000.00 კვ.მ.
მიწის ფართობი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელმთაში.
ოზურგეთის მერის მეუღლის, ლელა თოიძის მფლობელობაშია 228.90 კვ.მ. ფართის ბინა თბილისში, მცხეთის ქუჩაზე; 64 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი და 452.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი წავკისში; 20153.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და 198.00 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში.
ბეგლარ სიორიძეს 2013 წელს გამოშვებული ავტომანქანა _ ტოიოტა ლენდგრუიზერ პრადო ჰყავს. მის მეუღლეს 2011 წელს გამოშვებული ჰიუნდაი ix 35 და 1996 წელს გამოშვებული მერსედესი ე 200.
ბეგლარ სიორიძის შვილს, ნიკა სიორიძეს 1998 წელს გამოშვებული ბმვ 528 ჰყავს.
დეკლარაციის შევსების დროს ბეგლარ სიორიძეს ვითიბი ბანკის მიმდინარე ანგარიშზე 27000.00 ლარი ჰქონდა, ლელა თოიძეს კი 9000.00 ლარი. ამავე პერიოდში, ოზურგეთის მერი ნაღდი ფულის სახით 14 000 ლარს ფლობდა.
გასულ წელს სიორიძემ სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციიდან 16000 ლარი მიიღო, მისმა მეუღლემ კი 15 000 ლარი.
რაც შეეხება მერის მონაწილებას სამეწარმეო საქმიანობაში.
შპს. ",თხილის საექსპორტო კომპანია", შპს "ექსიმ კომპანი" შპს. "ელეგანტი 2007", შპს. "პრიმა დიღომი", შპს. "ავანგარდი" _ ეს ის კომპანიებია, რომელშიც ბეგლარ სიორიძეს პარტნიორის სტატუსი აქვს და დეკლარაციის თანახმად, არცერთი მათგანიდან გასულ წელს შემოსავალი არ მიუღია.