ხუთ ოქტომბრის დილას, მცხეთაში, გუდაურის გადასახვევთან მომხდარ ავტოავარიას რამდენიმე მგზავრის სიცოცხლე შეეწირა. გარდაცვლილთა შორის ერთ-ერთი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესის მკვიდრი ნატო ოდილავაძეა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარდაცვლილთა შორის კიდევ ორი ლანჩხუთელია, თუმცა, ჯერჯერობით, ეს ინფორმაცია არ დასტურდება.
გარდაცვლილი ქალბატონი 50 წლის იყო, მას ოჯახში მეუღლე, ორი შვილი და შვილიშვილები დარჩა.