მუნიციპალიტეტის გამგეობის და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების ოდენობა უკვე ცნობილია.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 იანვრის #4 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, გამგებლის ხელფასი 2 650 ლარით განისაზღვრა, გამგებლის პირველი მოადგილის _ 1500 ლარით, გამგებლის მოადგილის _ 1 300 ლარით. 1 000 ლარია სამსახურის უფროსის ყოველთვიური ანაზღაურება. 810 ლარი აქვს განყოფილების უფროსს და გამგებლის წარმომადგენლებს სოფლებში. გამგებლის თანაშემწის ყოველთვიური ანაზღაურება 790 ლარს შეადგენს, ხოლო სპეციალისტის ხელფასი 560 ლარია.