გასული კვირა გურიაში საკმაოდ დატვირთული იყო. "გურია ნიუსის" საგაზეთო პუბლიკაციასა და საგამოძიებო ფილმს _ "როგორ გაარემონტეს არსებული და არარსებული ბაღები", დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
გასული კვირის ერთ-ერთი აქტუალური თემა გუბერნიის ახალი შენობის მაკეტი გახლდათ, რომლის ფოტოები "გურია ნიუსმა "ექსკლუზიურად გამოაქვეყნა.
ამ თემაზე დღეს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ინიციატივით და ორგანიზატორობით დისკუსია გაიმართა.
"არ მგონია, რომელიმე სამინისტროს გაუჩნდეს ისეთი აზრი, რომ გადაწყვიტოს ქალაქ ოზურგეთში რაიმე სახის სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე შენობის აშენება ისე არ დაეკითხოს ადგილობრივ ხელისუფლებას", _ განაცხადა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ.
მერის განცხადებას G_News TV-ის გადაცემაში "კვირის თემა" გურიის გუბერნატორმა, გიორგი ჩხაიძემ უპასუხა.
გადაცემაში ამ თემაზე დღეს ბეგლარ სიორიძესაც უნდა ესაუბრა, თუმცა, ერთი კვირით ადრე დაანონსებული შეხვედრა არ შედგა. როგორც სიორიძემ გადაცემის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გაგვიმარტა, მისთვის გადაცემის დაწყების ზუსტი დრო უცნობი იყო. თუმცა, გადაცემის დაწყების დროზე, მას შემდეგ, რაც მოსვლაზე თანხმობა განაცხადა, მერს, ორჯერ გავუგზავნეთ სმს შეტყობინება:
_ სმს-ებს ვერ ვკითხულობ, ვერ ვხედავ, _ ასეთი იყო ბეგლარ სიორიძის განმარტება.
დაელოდეთ გადაცემას _ "კვირის თემა" ხვალ!