საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საუბრისას ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის შესახებაც ისაუბრა და მარგველაშვილის მიერ კანონპროექტზე ვეტოს დადების საკითხს გამოემხაურა:
_ მას უნდა, აჩვენიოს, რომ ვეტოს დადება შეუძლია. მე პარალელს ვაკეთებ ვეტოსა და მის ბოლო ვიზიტთან ავსტრიაში. როგორც წავიკითხე, ის იმყოფებოდა ზღვაზე გასასვლელის არმქონე განვითარებადი ქვეყნების გაერო-ს მეორე კონფერენციაზე – საბედნიერეოდ ზღვაც გვაქვს და ზღვაზე გასასვლელიც. ვიზიტები უყვარს ძალიან და გახსოვთ, ვიზიტებზე რამდენი სკანდალიც იყო. ჩემი აზრით, ავსტრიაში ამ კონფერენციაზე ვიზიტისთვის წავიდა, როგორც ვიზიტი ვიზიტისთვის, რადგან მას ვიზიტები მოსწონს და ბევრი სკანდალები გააკეთა, ამგვარად იყო ვეტო ვეტოსთვის. მან განაცხადა, რომ კონკურენციაში უნდა იყოს მთავრობასა და პარლამენტთან, ეს საბუთდება. არც ერთ მოვლენაზე, რომელზეც მე გავაკეთე აქცენტი არც ერთზე ახსნა არ მიუციათ არც მას და არც მის ადვოკატებს. პრეზიდენტის სასახლეში შესვლაზე გავაკეთე აქცენტი და პრეზიდენტის ინსტიტუტს ასუსტებსო, როგორ გაბედაო, ამბობენ მისი ადვოკატები. კითხვაზე ახსნა არავინ გააკეთა, რომ იქ 2-3 მილიონზე მეტი იხარჯება წელიწადში. მეორე – პროკურატურის სამჯერ თხოვნის მიუხედავად, სააკაშვილის უკანონოდ დადებული გრიფი არ მოუხსნა, ვიდრე საჯარო არ გახადა პროკურატურამ ეს ყველაფერი, გაგებით თუ გაუგებლად, "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებში ჯდება მთლიანად – ეს სასახლეში შესვლა, გრიფის არ მოსხსნა, კონკურენციაში ყოფნა მთავრობასთან. არ მაქვს დიდი ეჭვი, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" მეგობრობს, მაგრამ მისი ქმედება და "ნაციონალური მოძრაობის" ქმედება ძალიან დიდ თანხვედრაში მოდის", _ განაცხადა ივანიშვილმა.