ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, ამირან დეკანოიძე ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
საგამოძიებო მოქმედებებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთ მეწარმე სუბიექტს, მარნეულის მუნიცეპალიტეტის ტერიტორიაზე, „გარე რეკლამის ნებართვის გარეშე“ განათავსებინა სარეკლამო ბანერები და პირადად აიღო პასუხისმგებლობა, რომ კანონდარღვევის მიუხედავად არ მოხდებოდა მეწარმე სუბიექტის დაჯარიმება.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.