"ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პირადი ცხოვრება ეს არაა აბსოლუტური უფლება, ისევე. როგორც სიცოცხლის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და შესაძლებელია მათი კანონით შეზღუდვა", _ აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა მანანა კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე გააკეთა, სადაც ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ ე. წ. "გასაღებების" თემას განიხილავენ.
მან ორგასაღებიანი კანონპროექტის ავტორებს ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძესა და ირაკლი სესიაშვილს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა:
"ვფიქრობ, შემოთავაზებული ვერსიით ვაძლიერებთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. ვიმედოვნებ უმრავლესობა დაუჭერთ მხარს წარმოდგენილ კანონპროექტს."