ცნობილი ამერიკელი მსახიობი მერილინ მონროს სახელი დღემდე დიდი დაინტერესების ობიექტად რჩება.
წინა კვირას ქალაქ ნიუ-იორკის “აუქციონების სახლმა” გასაყიდად გაიტანა ნორმა ჯონ ბეიკერ მორტენსონის მიერ მერილინ მონროდ გადაკეთების დამადასტურებელი საბუთი. აუქციონის ორგანიზატორებმა ეს დოკუმენტი, რომელიც 1946 წლით არის დათარიღებული. 4 ათას დოლარად შეაფასეს. საბოლოოდ უცნობმა კოლექციონერმა ეს ქაღალდი 8 ათას დოლარად შეიძინა.
ამას გარდა ამ აუქციონზე 20 ათას დოლარად გაიყიდა მერილინ მონროსთან დაკავშირებული რამდენიმე სხვა საბუთიც. ეს არის ის პირველი კონტრაქტები, რომელსაც მსახიობი ქალი კარიერის დასაწყისში აფორმებდა.
გაცილებით ძვირადღირებული აღმოჩნდა მერილინ მონროს კაბა, რომელიც ორიოდე თვის წინ “სოთბის” აუქციონზე გამოჩნდა. ეს სამოსი მსახიობს სწორედ მაშინ ეცვა, როდესაც 1962 წელს დაბადების დღე პირადად მიულოცა აშშ-ის იმდროინდელმა პრეზიდენტმა რობერტ კენედიმ. ეს კაბა 1,17 მილიონ დოლარად გაიყიდა