დამწიფებულ, თხელკანიან ფეიჰოას ბოლოები მოვაჭრათ, კარგად გავასუფთავოთ. ავწონოთ და გავატაროთ.
კილოგრამ ფეიჰოას კილოგრამი და 200 გრამი შაქარი დავამატოთ.
მოვურიოთ კარგად. დავდგათ მომინანქრებული ქვაბით, საშუალო ტემპერატურის მქონე ადგილზე და ვურიოთ ერთი კვირის განმავლობაში, სანამ ბუშტუკები არ მოშორდება. თუ ბუშტუკები კარგად არ იქნება მოშორებული, ქილებში ჩასხმა არ შეიძლება _ გადმოვა და ამჟავდება.
ასე მომზადებული ფეიჰოა კარგად ინარჩუნებს ვიტამინებს. ამიტომ ნამცხვრეულის გარდა, კარგია მივირთვათ ზამთარში გრიპის საწინააღმდეგოდ, იმუნიტეტის ასამაღლებლად.