პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე, დეპუტატმა თამარ კორძაიამ, კომიტეტის წევრებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში შესატანი ცლილებები გააცნო.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, წარმოდგენილი კანონპროექტით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციით გათვალისწინებულ პირებთან ერთად, უცხო ქვეყნის მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირების მიერ 12 წლის განმავლობაში განათლების მიღებას დააფინანსებს სახელმწიფო.
თამარ კორძაიას განმარტებით, აღნიშნული ცვლილების მიზეზი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2014 წლის 12 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებაა. კომიტეტის წევრებმა კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.