საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით პოლიტიკოსებს, განსაკუთრებით კი ოპოზიციონერებს, ზოგადად სჩვევიათ უპასუხისმგებლო განცხადებები.
_ პოლიტიკოსებს ზოგადად სჩვევიათ პოპულისტური უპასუხისმგებლო განცხადებები, რომელიც მოკლევადიან შედეგებზეა გათვლილი, რომ მოიპოვონ ხალხის კეთილგანწყობა. ნახეს, რომ რაღაც პრობლემაა საყდრისში, რომელიც არ გახსენებია არცერთს მანამდე, მაგრამ მე ამ პოპულისტობაში უფრო ოპოზიციას ვგულისხმობ. ხალხზე არავინ არ ზრუნავს, პოლიტიკოსების დიდი ნაწილი ზრუნავს საკუთარ პოლიტიკურ რეიტინგებზე. ხშირად მე არაპოლიტიკურ განცხადებებს ვაკეთებ, მაგრამ ვალდებული ვარ, ვთქვა სიმართლე. ჩვენი უნდა შევაფასოთ, რომელი სიკეთეა ჩვენთვის უკეთესი. ხშირად ადამიანები აგორებენ რაღაც კამპანიას, შემდეგ ერთვებიან პოლიტიკოსები, უკვე ვიცი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის ჩართული ამ კამპანიაში. გუშინ მათ გაუკეთეს ორგანიზება პარლამენტში საყდრისის დაცვის კომიტეტის მიყვანას. სამიათასი ოჯახის წინაშე პასუხისმგებლობის მიღება არის ჩემთვის ყველაზე მთავარი,- განაცხადა ღარიბაშვილმა საყდრისთან დაკავშირებული კითხვის კომენტირებისას.