დღეს სოციალურ ქსელში, ქალაქ ოზურგეთის მერიის საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის ყოფილმა უფროსმა, იზუკა დარჩიამ მისი წასვლის შესახებ განცხადება გაავრცელა:
ქალაქ ოზურგეთის მერის მრჩეველი სოფო ჭანტურია იზუკა დარჩიას მიერ გავრცელებულ განცხადებაზე კომენტარს აკეთებს.
_ საჯარო სამსახურში დასაქმების მიზნით ჩატარებულ კონკურსს ყოველთვის ახლავს გარკვეული ვნებათაღელვა. ეს არც თუ ისე სასიამოვნო, თუმცა, საჯარო სამსახურში დასაქმების აუცილებელი წინაპირობაა. იმ ადამიანებისთვის, ვინც მერიაში სხვადასხვა სამსახურებრივ ფუნქციებს ასრულებდნენ, დროებით მოვალეობის შემსრულებლის სტატუსი, მათთვის შემდგომში სამსახურის გარანტიას არ ნიშნავდა. ტესტირებას საკადრო ცვლილებები ახლავს და ამ კუთხით ოზურგეთი რომ გამონაკლისი არ არის, სადავო თემა არ უნდა იყოს. რაც შეეხება იზუკა დარჩიას, მან სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება გასაუბრების შედეგების გამოცხადებამდე მიიღო და საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა.
ასევე, იზუკა დარჩია სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილში წერს: “პიარი “თეთრის ჩვენებაა“, სუბიექტის ჯანსაღი მხრიდან დანახება საზოგადოებისთვის“, ასევე, წერს, რომ მას სურვილი არ აქვს, რომელიმე კონკრეტული თანამდებობის პირის “მეხოტბე“ გახდეს. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ “მისი გაგებით“ გაგებული პიარის გახორციელებაში არასდროს შემიზღუდავს იგი, არასდროს ჩავრეულვარ მის სამსახურებრივ უფლებებში. არასდროს მიმიცია დირექტივა, გამხდარიყო ე.წ. “მომკომენტარე“. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, უბრალოდ, ჩემთვის გაუგებარია მისი სამსახურიდან წასვლის მიზეზის მისეული ინტერპრეტაცია.
რაც შეეხება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო განყოფილების უფროსის პოზიციაზე ამ ეტაპზე კანდიდატად წარდგენილ პიროვნებას, მას არასოდეს შეუსრულებია სამსახურებრივი ფუნქცია. შესაბამისად, იზუკა დარჩიას ამ პოზიციაზე მუშაობის დროს, ის მხოლოდ კანდიდატი იყო და არანაირი კომპეტენცია არ ჰქონდა, ჩარეულიყო სამსახურის იმჟამინდელი უფროსის საქმიანობაში, _ ამბობს სოფო ჭანტურია.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved