შობის დღესასწაული აღინიშნება აჭარაშიც, სადაც ბათუმის ღვთისმოშობლის ტაძრად მიყვანების საკათედრო ტაძარში შეკრებილი მრევლი ცისკრამდე ესწრებოდა საზეიმო წრვას. ამ წუთებში კი ქალაქის ქუჩებში საშობაო ალილოს მსვლელობა მიმდინარეობს, რომელიც იუნკერების საფლავებთან (სასტუმრო „რადისონის“ სიახლოვეს) დასრულდება.
ალილოზე შეგროვებული შემოწირულობა კი სხვადასხვა საბავშვო დაწესებულებებზე გადანაწილდება.