საქართველოს საჰაერო სივრცეში მყოფმა ფრანგულმა სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც პარიზი ბანგკოგის რეისს ასრულებდა, ავარიული დაშვების ნებართვა ითხოვა.
ინფორმაციას ამ წუთებში თურქული მედიასაშულებები ავრცელებენ. თვითმფრინავი ავიკომპანია Air France“-ის ეკუთვნის.
ინტენერგამოცემა www.sabah.com.tr-ის ცნობით, ფრანგული თვითმფრინავი საქართველოს საჰაერო სივრციდან თურქეთის ტერიტორიაზე, ქალაქ ანკარის აეროპორტში დაეშვა და მიზეზი მგზავრის ავდმყოფობაა, რომელიც მგზავრობის დროს ცუდად გახდა.
ამ დროისთვის ანკარის აეროპორტში სამედიცინო ბრიგადებია მობილიზებული. ჯერჯერობით სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება.