სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს ამ დროისათვის თურქეთის ქალაქ სამსუნის საზღვაო ნავსადგურის მისადგომებთან, სადაც უკრაინული გემი მეჩეჩზე შეჯდა და შესაძლოა ჩიაძიროს. გემზე სხვადასხვა ქვეყნების მეზღვაურებთან ერთად წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს სამი მოქალქე იმყოფება.
გემი მნიშვნელოვნადაა დაზიანებული და მის ტრიუმებში უკვე შევიდა წყალი. თურქული მედიის ცნობით, სპეციალური სამაშველო სამსახურის გარდა სამაშველო ოპერაციებში ვერტმფრენიც ჩაერთო რათა დროულად მოხდეს მეზღვაურთა ევაკუცია. თუმცა, ძლიერი შტორმი სამშველო ოპერაციებს აფერხებს.
გავრცელებული ინფორმაციით, გემიდან უკვე გამოყვანილები არიან ქართველი მეზღვაურები კახა იაკობაძე დ გივი სურმანიძე.
მომხდართან დაკავშირებით უკვე ინფორმირებულია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოც. მისი პრესსამსახურის წარმომადგენელი ანანო გომართელი „გურია ნიუსთან“ საუბარში აცხადებს, რომ ინფორმაცია ამის შესახებ მიიღეს თუმცა, დეტალები ამ დროისათვის უცნობია და სააგენტო ცდილობს დეტალების გარკვევას.
სატვირთო გემმა „Gulf Rio“-მ სამსუნის პორტში შტორმის გამო გადაწყვიტა შეფარება. თუმცა, დიდი ზომის გამო სწორი მანევრირება ვერ შეძლო. გემი 1984 წელსაა დამზადებული და მისი სიგრძე 84 მეტრს შეადგენს.
გამოყენებულია გამოცემა www.denizhaber.com-ის მასალა