ხმაურიანი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს ამ წუთებში პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში, სადაც დანაშაულებრივი ჯგუფის 27 წევრს ერთდრულად ასამართლებენ.
მათი უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეები არიან და პატიმრობაში უკვე მეორე წელია იმყოფება.
სამართალდამცველთა ინფორმაციით, ჯგუფის წევრებს ბრალად 2008 -2013 წლებში საერთაშორისო დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა და ქალაქების – ლისაბონისა და სეტუბალის მცხოვრებთა კუთვნილი ბინების ძარცვაში ედებათ ბრალი. დაჯგუფების ბევრი წევრი პორტუგალიაში ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ჩადენილი დანაშაულის შემდეგ ჩავიდა, რათა თავი აერიდებინა იტალიის, ავსტრიის, გერმანიის, საფრანგეთისა და ჰოლანდიის მართლმსაჯულებისაგან.
ბრალდების თანახმად, დანაშაულებრივი დაჯგუფება ერთდროულად იმართებოდა დასავლეთ ევროპაში არსებული კლანებისაგან და მოსკოვიდან. ისინი ძირითადად ბინების ძარცვასა და ქურდობაზე იყვნენ დახელოვნებულები და რუსეთსა და საქართველოში დიდძალ თანხებს რიცხავდნენ.
სასამართლო დღეს დილით დაიწყო და ვარაუდობენ, რომ რამდენიმე თვეს გაგრძელდება.
გამოყენებულია www.noticiasaominuto.com-ის მასალა