2014 წელს საქართველოში 60 736 ახალშობილის დაბადება დარეგისტრირდა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში დაბადებულთა უმრავლესობა – 51.65 % (31 371) ვაჟია და 48.35 % (29 318) გოგონა. ყველაზე მეტი ბავშვი (5 755 – 2 978 ბიჭი და 2 777 გოგო) 2014 წლის ივლისში დაიბადა.
დაბადების რეგისტრაციის კუთხით ლიდერი ქალაქებია: თბილისი –15 454; ბათუმი – 2 695; ქუთაისი –2 541; გორი – 2 049; რუსთავი – 2 029.
რაც შეეხება რაიონების მისამართების მიხედვით ახალშობილთა რეგისტრაციას, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, იმერეთში 8 516 ბავშვი დარეგისტრირდა, ქვემო–ქართლში–7 209; აჭარაში–6 139, კახეთში–5 425; სამეგრელო–ზემო სვანეთში–4 138, შიდა ქართლში–4 014, აფხაზეთის მისამართბზე 3 285 ახალშობილის დაბადება დარეგისტრირდა, სამცხე–ჯავახეთში–2 397, გურიაში–1 690, მცხეთა–მთიანეთში–1 436, ცხინვალის მისამართბზე 429 ახალშობილის რეგისტრაცია მოხდა, ხოლო რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთში 400 ახალშობილი დარეგისტრირდა.
გასული ექვსი წლის დაბადების რეგისტრაციის მაჩვენებელი კი ამგვარია: 2013 წელს 57 860 ახალშობილს დაიბადა, 2012 წელს – 58 175, 2011 წელს–59 381, 2010 წელს– 63 726, 2009 წელს–63 806, ხოლო 2008 წელს 57 976 ახალშობილი დაიბადა.
8516 – იმერეთი, 7209 – ქვემო ქართლი, 6139 – აჭარა, 5425 – კახეთი, 4138 – სამეგრელო–ზემო სვანეთი, 4014 – შიდა ქართლი, 3285 – აფხაზეთი, 2397 – სამცხე–ჯავახეთი, 1690 – გურია, 1436 – მცხეთა–მთიანეთი, 429 – ცხინვალი, 400 – რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთი.