საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ C ჰეპატიტის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას მეუღლესთან ერთად უერთდება.
"ვუერთდებით დავით სერგეენკოს კამპანიას “ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი ! “, რომელიც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად", _ წერს პრეზიდენტი "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ სოციალური კაპმანია C ჰეპატიტის წინააღმდეგ რამდენიმე დრის წინ დაიწყო და მასში უკვე ათასობით ადამიანი ჩაერთო.